წარმოებისა და ლოგისტიკის სისტემა
ერთი პროგრამა შეკვეთიდან მიწოდებამდე: სტატუსები, ვადები, საწყობი და მძღოლების მარშრუტები.
ვისთვის
მწარმოებლებს და კომპანიებს, რომლებიც შეკვეთებს ამზადებენ, საწყობში ინახავენ და კლიენტთან მიაქვთ ან ამონტაჟებენ.
გეცნობათ?
- შეკვეთები Excel-ში, რვეულში და WhatsApp-შია გაბნეული.
- ვერ ხედავთ, რომელი შეკვეთაა მზად და რომელს ეწურება ვადა.
- მძღოლის მარშრუტს ყოველ დილით რუკაზე ხელით ადგენთ.
- კლიენტის მისამართს და ტელეფონს ყოველ ჯერზე თავიდან ეძებთ.
რას აკეთებს სისტემა
- ახალი შეკვეთა ერთ წუთში: ნომერი ავტომატურად, ძველი კლიენტის მონაცემები და მისამართი რუკიდან თავად ივსება.
- მთავარი პანელი: „წარმოებაში“ და „მზადაა“, და წითელი ნიშანი, როცა ვადამდე რამდენიმე დღე რჩება.
- მარშრუტი ერთი ღილაკით: სისტემა თავად არჩევს უახლოეს მზა შეკვეთებს და რუკაზე აჩვენებს.
- მონტაჟის ან მომსახურების დრო ავტომატურად ითვლება პროდუქტის ტიპისა და ზომის მიხედვით.
- სრული ბაზა ძებნითა და ფილტრებით, PDF დოკუმენტები ბეჭდვისთვის.
- რამდენიმე ენა და ღია/მუქი თემა.
გჭირდება კალკულატორი ან ავტომატიზაცია ახლავე?
საიტის გახსნას ნუ დაელოდები. მომწერე, რა საქმეს აკეთებ დღეს ხელით, და გეტყვი, როგორ შეიძლება ის თავისით კეთდებოდეს.