ბლოკისა და აგურის კალკულატორი
როგორ ითვლება
კედლის ფართობი = სიგრძე × სიმაღლე − კარ-ფანჯრები. 10 მმ-იანი ნაკერებით 1 მ²-ზე მიდის: 12,5 ბლოკი (20×20×40 ან 10×20×40), 51 აგური ნახევარი აგურის კედელში და 103 აგური ერთი აგურის კედელში.
ხსნარი 1 მ² კედელზე: ბლოკი 20 სმ — დაახლოებით 0,018 მ³ (ღრუ ბლოკში ხსნარის ნაწილი სიცარიელეში ჩადის), ბლოკი 10 სმ — 0,009 მ³, ნახევარი აგური — 0,023 მ³, ერთი აგური — 0,058 მ³. ხსნარი ითვლება 1:4 შეფარდებით (ცემენტი M400 : ქვიშა).
მარაგი ემატება გატეხილ და ჩამოჭრილ ერთეულებს. ბლოკისა და აგურის ზომა მწარმოებლის მიხედვით ოდნავ განსხვავდება — შეამოწმე, რას ყიდულობ.
გჭირდება კალკულატორი ან ავტომატიზაცია ახლავე?
საიტის გახსნას ნუ დაელოდები. მომწერე, რა საქმეს აკეთებ დღეს ხელით, და გეტყვი, როგორ შეიძლება ის თავისით კეთდებოდეს.